ლუკ კოფი - მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა

მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა, - ამის შესახებ The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

„არ მიყვარს ჩემი საყვარელი საქართველოს შესახებ შიდა საქმეებზე კომენტარის გაკეთება. სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა. იქამდე, სანამ ის დაკავებულია, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს მისი კეთილდღეობა. ის იმსახურებს უფლებას, რომ დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი ბრალდებისგან სამართლიან და გამჭვირვალე სასამართლო პროცესზე", - განაცხადა ლუკ კოფიმ.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა