France24 მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას ეხმაურება

ფრანგული გამოცემა France24 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას ეხმაურება. გამოცემა წერს, რომ სააკაშვილის დაკავებამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.

France24 მიხეილ სააკაშვილის წერილსაც აქვეყნებს, სადაც წერია, რომ სააკაშვილი მანქანიდან გადმოათრიეს, რამდენჯერმე ჩაარტყეს და თმაში სწვდნენ. გამოცემა წერს, რომ სააკაშვილის თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს მისი მოკვლა ჰქონდათ გამიზნული.

„სააკაშვილის დაკავებამ, რომელიც ქვეყნის პროდასავლური რეფორმატორია, საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი ანტისამთავრობო აქცია გამოწვია. მისი დაკავება თბილისში თავისუფლების მოედანზე 40 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა“- წერს გამოცემა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა