სალომე სამადაშვილის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან სხვა საკითხებთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრებს

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონსთან შეხვედრაზე ისაუბრებს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ასევე ისაუბრებს სასამართლოს საკითხზე, რომ ე.წ. კლანის მმართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით სანქციების შემოღებაზე მსჯელობა დაიწყოს.

„ჩვენი განხილვის საკითხი იქნება ქვეყანაში არსებული ვითარება, რაც ეხება პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობას, მაგრამ არამხოლოდ. ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული საკითხები, რაც უკავშირდება ჩვენს ურთიერთობებს აშშ-სთან, როგორც დემოკრატიული რეფორმების, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. ჩემთვის დღევანდელი შეხვედრის ორი მთავარი თემა არის სასამართლო სისტემა და „კლანის” მმართველ მოსამართლეებთან მიმართებაში რეალურად სანქციების შემოღებაზე მსჯელობის დაწყება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემთვის საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მისი სიცოცხლისთვის დღეს შექმნილი საფრთხეები ასევე იქნება ჩვენი განხილვის მთავარი თემა”, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონს ხვდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა