ადვოკატები მიხეილ სააკაშვილთან გლდანის საპატიმროში შესვლას ცდილობენ

კრიმინალი ჩაიდინა ხელისუფლებამ. მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, პოლიტიკური მძევლობიდან უკვე გადაიქცა „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლების მხრიდან შურისძიების სუბიექტად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან განუცხადა.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, ადვოკატები დღეს სააკაშვილის ნახვას შეეცდებიან.

„მთავარი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გატაცებული. საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ პატიმრობაში მყოფი ადამიანი მოიტაცეს ერთი ადგილიდან და გადმოიყვანეს მეორე ადგილზე. კრიმინალი ჩაიდინა ხელისუფლებამ. ჩვენ დღეს უნდა შეგვიშვან, არანაირი საფუძველი არ აქვთ ჩვენი არშეშვების. მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, პოლიტიკური მძევლობიდან უკვე გადაიქცა „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლების მხრიდან შურისძიების სუბიექტად. მათ არ აკმარეს მიხეილ სააკაშვილს ის კანონდარღვევები, რაც მთელი ამ თვენახევრის მანძილზე ხდებოდა, გაიტაცეს და მოათავსეს იქ, სადაც მის მიმართ ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება, სადაც ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, თუმცა სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა მოშლილია. მინდა მივმართო თითოეულ პოლიციელს, საბადრაგო სამსახურის თანამშრომელს, „ქართული ოცნების“ თითოეულ თანამშრომელს, ვის მოსწონს მესამე პრეზიდენტის მიმართ ის, რაც გუშინ განხორციელდა, რომელ ჭკუათმყოფელ ადამიანს, რომელ პატიოსან მოქალაქეს შეიძლება მოსწონდეს მისი მესამე პრეზიდენტის მიმართ რაც გუშინ განხორციელდა?“ - განაცხადა ბასილაიამ.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებს, თუ როგორ ემზადება სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში გადასასვლელად, ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, თითქოს კერძო კლინიკაში გადაჰყავდათ.

„ეს იყო ტყუილი. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ მე-18 დაწესებულებაში მისი გადაყვანა არ შეიძლება! იუსტიციის სამინისტრო თავს იტყუებს, თუ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრას ცდილობს? უსირცხვილოები!“, - განაცხადა ბასილაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს