ნიკა მელია - სამარცხვინო მოცემულობა დასრულდება, ბევრ პოლიციელს უკვე ვეღარ გაარჩევ კრიმინალისგან - ვინმეს ჰგონია, რომ გავჩერდებით, ვიდრე სააკაშვილი უსაფრთხო ადგილზე არ იქნება გადაყვანილი?!

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ვიდრე მიზანი მიღწეული არ იქნება, მუდმივი საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. როგორც მან საპროტესტო აქციაზე განმარტა, გუშინ მოტყუებით მოიტაცეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„სამარცხვინო მოცემულობა დასრულდება. ბევრ პოლიციელს უკვე ვეღარ გაარჩევ კრიმინალისგან. ცხადად ჩანან პოლიციის ფორმებში გამოწყობილი ადამიანები როგორ იქცევიან უკვე კრიმინალებად. აღარც მალავენ, აღარც ეთაკილებათ. არც აქვთ პრეტენზია, რომ ისინი სამართალდამცვეელბი არიან. გუშინ ვთქვი და ასე იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში მანამ, სანამ მთავარი მიზანი მიღწეული არ იქნება, საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე იქნება ურყევი, ორგანიზებული, დისციპლინირებული და თანმიმდევრული. სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის, ყოველდღე, დილიდან ღამემდე მანამ, სანამ ეს რეჟიმი არ დაცემა. სანამ ეს რეჟიმი არ აღიარებს, რომ მიტაცებული აქვთ სახელმწიფო.

გუშინ მოტყუებით მოიტაცეს პატიმარი. არცერთი პატიმრის მიმართ არ ჰქონდათ ამ ყველაფრის გაკეთების უფლება, მაგრამ იკადრეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ“,- განაცხადა მელიამ.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს იმ ციხეში, სადაც უმძიმესი დამნაშავეები არიან.

„ვინმეს ჰგონია ან აქვს ილუზია, რომ ჩვენ გავჩერდებით ვიდრე მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხო ადგილზე არ იქნება გადაყვანილი?! არ გავჩერდებით! ვერცერთი პოლიციელი ამ ნებას ვერ შეჩერებს. მათ სურდათ პროვოკაციებში ჩავეთრიეთ, ცეცხლს გაეთამაშნენ გუშინ. გუშინ ხელისუფლება ცდილობდა სამოქალაქო დაპირისპირებაში და სიძულვილში გადავესროლეთ, საიდანაც შეიძლება მრავალი წელი ვერ გამოვსულიყავით“, - განაცხადა მელიამ.

მან აღნიშნა, ოპოზიციის ინტერესი არ არის პოლიციასთან შეტაკება და არეულობა.

„ჩვენი ინტერესი არის მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მიტაცებული სახელმწიფოს უკან დაბრუნება“, -განაცხადა მელიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა