„ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ იუსტიციის მინისტრთან რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე აღნიშნა, სურს იუსტიციის მინისტრისგან მოისმინოს გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები.

„ის, რაც გუშინ საქართველოში მოხდა, იყო პრაქტიკულად საბოლოო ზღვარი როგორც იქცევა რეჟიმი, როგორც იქცევა კლეპტოკრატია, ოლიგარქია, როცა პრეზიდენტს იტაცებენ, შემდეგ მიჰყავთ გლდანის სასჯელაღსრულების სამედიცინო ცენტრში, ისე, რომ ჩვენ საათნახევარი ვეძებდით და ვერ მივაკვლიეთ, ვერავინ, სახალხო დამცველმაც კი ვერ მიაკვლია. ამის შემდეგ მიდიან და იქ აწყობენ ხმაურს. ჩვენ ვხედავდით ამაზრზენ კადრებს, როგორ აგინებდნენ და ემუქრებოდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ყველანაირი სახელმწიფოებრივი ზღვარი როგორ ჩამოშალეს.

ჩვენ ვხედავდით მორჩილ პოლიციას, რომელიც ედგა წინ და მორჩილებით უსმენდა კრიმინალების ამ მუქარას და გინებას. მე ძალიან ვწუხვარ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის იუსტიციაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავის საკუთარ სამსახურად გადააქცია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მინისტრი, მას აქვს კონკრეტული სახელი და გვარი, მაგრამ იგი თანამონაწილეა მათ შორის იმ წამების, არაადამიანური მოპყრობის, თანამონაწილეა მკვლელობის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არის დაგეგმილი. მე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას სახელით“, ჩვენი საპარლამენტო დეპუტაციის სახელით, ვითხოვ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ შეხვედრის უფლებას იუსტიციის მინისტრთან, ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად იმისთვის, რომ მან განგვიმარტოს ის არგუმენტები, ტელევიზიით, რომ საუბრობს. ახლა გამოუფენია ამდენი პოლიციელი, დამჯდარა იქ და დაცულად გრძნობს თავს. ჩვენთან შეხვედრის დროს მოყვეს არგუმენტები, რატომ არის და რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხელისუფლება არღვევს საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ მუხლებს. რატომ ხდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული ყოველგვარი კანონისა და კონსტიტუციის დარღვევით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოეტაცებინა, პატიმარი, რომლის მიმართაც განხორციელებული იქნა მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ამიტომ, თუ აქვს გამბედაობა, თუ მხოლოდ სამთავრობო არხებით არ შეუძლია საუბარი, თუ აქვს იმის გამბედაობა, რომ არ იყოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული თანამდებობის პირი და იყოს სახელმწიფოს წარმომადგენელი, გამოაგზავნოს ვინმე ან გამოვიდეს, ან ჩვენ შევხვდებით, შევალთ. არ გვინდა კონფრონტაცია და დაპირისპირება, ვითხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ მასთან შეხვედრას, კანონითა და კონსიტუტციით გათვალისწინებულ უფლებას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო