ნონა მამულაშვილი - „ქართული ოცნება“ ღალატობს საქართველოს ინტერესებს და ამის შესახებ ვაპირებ, რომ  ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ღიად ვისაუბრო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნონა მამულაშვილი და თინა ბოკუჩავა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონს ხვდებიან.

როგორც ნონა მამულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემა გუშინ განვითარებული მოვლენები იქნება, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის „გატაცება“.

„მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობა რეგიონში არის ძალიან საგანგაშო, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები არიან შეწუხებულები „ქართული ოცნების“ ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ. აუცილებლად ვისაუბრებთ გუშინდელ ქმედებაზე, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გატაცების თაობაზე. ეს იყო წარმოუდგენელი, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვეულებრივმა ტერორისტებმა, გაიტაცეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა. ვისაუბრებთ არჩევნებზე და იმ მომავალზე, რაც საქართველოს ელის იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დროზე არ მიხედავენ ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობას და „ქართული ოცნების“ ღია პრორუსული პოლიტიკის გამო არ გამოთქვამენ თავის პოზიციებს. მე ვთვლი, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს საქართველოს ინტერესებს და ამის შესახებ ვაპირებ, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ღიად ვისაუბრო“, - განაცხადა მამულაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა