იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულდა, აქციის მონაწილეები 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია იუსტიციის სამინისტროსთან დასრულდა.

აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ აქცია საღამოს 19:00 საათზე, რუსთაველზე ისევ გაიმართება.

„მინდა მოგიწოდოთ, რომ ძალები მოვიკრიბოთ 7 საათამდე. 7 საათზე ყველა ვიკრიბებით რუსთაველზე. მთავარი ახლა არის ის, რომ ყველა გამოვიდეს და თავისი ხელით დაამარცხოს ეს რეჟიმი. მესმის, რომ ძალიან დაიღალეთ, 24 საათზე მეტია ფეხზე ვართ. 7 საათზე რუსთაველზე! ასევე, ჩვენი ოფისის კარი ღიაა. გვექნება კოორდინაცია შტაბებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ბრძოლა, ეს არის მარათონი და ყველა უნდა ვიყოთ შემართებით“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა