სალომე ზურაბიშვილი პირველი სახელმწიფო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი პირველი სახელმწიფო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკას ეწვია. სალომე ზურაბიშვილი ქალაქ ნიქოზიაში შეხვედრებს გამართავს კვიპროსის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ასევე, კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ანიტა დემეტრიოუსსა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავარეპისკოპოსს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა