ელენე ხოშტარია - გუშინ ვიხილეთ ველური, სასტიკი შურისძიების აქტი - სააკაშვილის გლდანში გადაყვანა იყო გამოწვევა და შეურაცხყოფა ყველა ადამიანის

გუშინ ვიხილეთ ველური, სასტიკი შურისძიების აქტი - სააკაშვილის გლდანში გადაყვანა იყო გამოწვევა და შეურაცხყოფა ყველა ადამიანის, პროტესტის, მათ უნდათ გამოგვიწვიონ პროვოკაციაზე, - ამის შესახებ „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც პარლამენტში მე-7 დღეა შიმშილობს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის აღარაფერს წარმოადგენს ადამიანი და ყველა მოქალაქე სასტიკი რეჟიმის საფრთხის ქვეშ არის.

"მინდა გამოვეხმაურო იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გუშინ ვიხილეთ საქართველოს მოქალაქის და მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული აბსოლუტურად ველური, სასტიკი შურისძიების აქტის შესახებ. მე ვეღარც ვილაპარაკებ კანონდარღვევაზე, რადგან ხელისუფლებისთვის სიტყვა "კანონი" არაფერს ნიშნავს, სასაცილოა დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ კანონს არღვევენ, არც უფიქრიათ, რომ კანონი დაიცვან, მაგრამ ეს ყველაფერი იყო დიდი სისასტიკით გაკეთებული და ეს სისასტიკე, რომელიც გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არის სისასტიკე საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ.

შეიძლება ყველა ვერ იაზრებს დღეს, რომ ეს მას ეხება, მაგრამ სახელმწიფო გახდა უკიდურესად სასტიკი, არაფერს წარმოადგენს მისთვის არც ერთი ადამიანი. როცა მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით გაიყვანეს კამერიდან, იქ, მოსაცდელში იმყოფებოდნენ მისი დედა და შვილები, არ ვიცი, ვის მიმართ შეიძლება მსგავსი გააკეთო. გარდა ამისა, სააკაშვილი არის ნაცემი, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს იქ. გლდანში გადაყვანა იყო გამოწვევა და შეურაცხყოფა ყველა ადამიანის, პროტესტის, მათ უნდათ, ჩვენ გამოგვიწვიონ პროვოკაციაზე. ეს ვითარება არ არის სიურპრიზი, ეს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ასე იქცევა და ასე მოიქცეოდა გვქონდა, ჩვენ არ ვაპირებთ წუწუნს, ვაი- ვიშს, ჩვენ უბრალოდ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას,"- განაცხადა ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო