ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნების“ ინტერესში არ შედის დეესკალაცია და პოლარიზების შემცირება, პირიქით, მათ უნდათ, რომ უფრო დაიძაბოს ქვეყანაში ვითარება

ვისაუბრეთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, თითოეულმა ჩვენგანმა ხაზი გავუსვით, რამდენად მძიმე და ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს დგას „ქართული ოცნება“, როდესაც მისთვის არც სახელმწიფო ინტერესები დგას პირველ ადგილას და არც ადამიანობა, - ამის შესახებ, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ შურისძიებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას. როდესაც ქვეყანაში ასეთი მძიმე პოლიტიკური მოვლენებია, ასეთი ტიპის შეხვედრებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, თითოეულმა ჩვენგანმა ხაზი გავუსვით, რამდენად მძიმე და ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს დგას „ქართული ოცნება“, როდესაც მისთვის არც სახელმწიფო ინტერესები დგას პირველ ადგილას და არც ადამიანობა. ჩვენ ვხედავთ მათი მხრიდან პოლიტიკურ შურისძიებაზე ორიენტირებულ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ქვეყანაში საარჩევნო შედეგების შემდეგ შექმნილ კრიზისზე, ნომერ პირველ საკითხზე რაც დღის წესრიგში დგას - საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ქვეყანამ უნდა გადადგას ნაბიჯი, მრავალპარტიული პარლამენტი, დაბალი ბარიერი და სრულად პროპორციული სისტემა არის ამის ერთ-ერთი გარანტი, საჭიროა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ იმუშაონ და გაკეთდეს ყველაფერი, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. ვისაუბრეთ მართლმსაჯულებაზეც, რომელიც ამ ქვეყანაში არის უსერიოზულესი პრობლემა“, - განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, ხათუნა სამნიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი გუშინ მიხეილ სააკშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ფაქტსაც შეეხო. სამნიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიზანმიმართულად დააორგანიზა“.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარების ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღეს არის პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ გადაიყვანეს გლდანის ციხეში და ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად დააორგანიზა სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. შეხვედრისას ეს იყო ერთ-ერთი თემა. რა თქმა უნდა, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესში არ შედის დეესკალაცია და პოლარიზების შემცირება, პირიქით მათ უნდათ, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს ქვეყანაში ვითარება“, - განაცხადა სამნიძემ. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არ არის აქციების თანაორგანიზატორი და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ის გუშინ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე არ იმყოფებოდა. მისი თქმით, აქცია არის ბრძოლის ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს