ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს - მადლობას გიხდით საქართველოში ჩემი ვიზიტის წარმატების უზრუნველყოფის და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით ჩემი მასპინძლობისთვის და საქართველოში ვიზიტის დროს ნაყოფიერი შეხვედრისთვის; ვაფასებ თქვენთან იმ საკითხებზე საუბარს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გადამწყვეტ მნიშვნელობას უკავშირდება, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონიდან მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და „საქართველოს თავდაცვისა და საფრთხის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„თქვენს ქვეყანაში ჩემი ჩამოსვლით დასტურდება შეერთებული შტატების მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩემი ვიზიტი მიზნად ისახავდა ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმას, რადგან სწორედ ეს გვეხმარებოდა რეგიონსა და მთელ მსოფლიოში ჩვენი საერთო ინტერესების დაცვასა და წინსვლაში. მადლობელი ვარ ამ პარტნიორობისადმი საქართველოს განუხრელი ერთგულებისთვის; ვიზიტის დროს მქონდა პატივი, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის სახელით მადლიერება გადმომეცა აშშ-ის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ ავღანეთში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. რადგან „საქართველოს თავდაცვისა და საფრთხის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ვემზადებით უსაფრთხოების სფეროში, ვიმედოვნებ, თქვენი მხარდაჭერა არ მოაკლდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ინსტიტუციური რეფორმებისა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის ძალისხმევის“ განხორციელებისას. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი ჩართულობით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიძლება არსებით ბერკეტად იქნეს გამოყენებული აღნიშნული ინიციატივის მიზნების რეალიზებისას, რომელზეც დაშენდება საქართველოს ტერიტორიების დაცვის შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში ჩემი ვიზიტის წარმატების უზრუნველყოფისა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია ლოიდ ოსტინის წერილში.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს