მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებს - დარწმუნებული ხართ, რომ სააკაშვილის მიმართ პატიმართა შეურაცხმყოფელი განცხადებები პალატაში მართლა ისმის?!  მარტივად შემოწმებადია, ხმაური პალატაში ისმის თუ არა

დარწმუნებული ხართ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმართა შეურაცხმყოფელი განცხადებები პალატაში მართლა ისმის?! - მარტივად შემოწმებადია, ხმაური პალატაში ისმის თუ არა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მცდარია მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანით ხელისუფლების მიზანი პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო. სარჯველაძის თქმით, რევანშის მიზეზი არ არსებობს, ხოლო მისი გლდანის საავადმყოფოში გადაყვანა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვით იყო განპირობებული.

სარჯველაძე ირწმუნება, რომ "სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთ იქნება დაცული იქ, სადაც ახლა იმყოფება".

"პირის პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებაზე გადაწყვეტილების მიმღები პენიტენციური სამსახურია. ეს არის ზოგადი წესი. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფორმირებულობის აუცილებლობა და ინფორმირებულობის ვალდებულება არ არსებობს. არ მგონია ვითარება ამ შემთხვევაში ისე იყოს, როგორც ოპოზიცია ცდილობს, რომ წამოაჩინოს. ალბათ, შეიძლება ამასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე გვქონდეს და როცა ხელშესახები ინფორმაცია გვექნება, შეგვეძლება კონკრეტული დასკვნები გავაკეთოთ.

სახალხო დამცველი გადმოსცემს იმას, რაც მას სააკაშვილმა უამბო. ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ეს უდაო შეჭმარიტებაა?! მგონი, საკითხს ასე უნდა მივუდგეთ და შევაფასოთ, რა არის ტყუილი, რა - მართალი. ერთი პირის განცხადება, რომელიც შეიძლება ფაქტების ახსნასთან დაკავშირებით მიკერძოებული იყოს, ჭეშმარიტებას არ განაპირობებს. ამას შემოწმება სჭირდება. თუ დარღვევა არსებობს, რასაკვირველია, რეაგირება მოჰყვება. უნდა გვქონდეს მეტი მტკიცებულება, რომ სწორი დასკვნები გავაკეთოთ. არ მომწონს, როცა გვაქვს წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი და არგუმენტებს ამის მიხედვით ვიღებთ ან არ ვიღებთ. ასე არ შეიძლება", - განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო