ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილი 60 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის „ბუსტერ“ დოზების გაკეთება მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილი 60 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის „ბუსტერ“ დოზების გაკეთება მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, „ბუსტერ“ დოზის გაკეთებას ყველას შეუძლია, რადგან ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა და კიდევ დაემატება.

„დღეისთვის დაახლოებით მარტის ბოლომდე გამოყენების საშუალებით 9 00 000-მდე დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა გვაქვს, ასევე საკმარისი რაოდენობაა „სინოფარმი“ და „სინოვაკიც“. ანუ ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, ასევე შეიძლება მალე დაემატოს „ჯონსონ და ჯონსონის“ დოზები, რომელიც ერთჯერადად კეთდება. ასე რომ, ბუსტერის პრობლემა არავის ექნება.

დღეს, გაკეთდა ჩანაწერი, რომ 60 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის ვინც აცრილი არიან „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ იქ უკვე სამი თვის შემდეგაც შეიძლება „ბუსტერ“ დოზით აცრა, ეს ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ჯგუფის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო