ნიკა მელია ხელისუფლებას - დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები, გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები

დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები და გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქტივობები გაიმართება ყოველდღე.

„დღეს 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ვიკრიბებით, კვლავ, ხშირად, ყოველდღე, ხვალაც, ზეგაც, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქტივობები გაიმართება. დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები და გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები, მათ შორის ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერით, გვერდიგვერდ, ჩვენ ამას მივაღწევთ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითაც. მთელი ოპოზიცია არის ერთსულოვანი და საზოგადოების უდიდესი ნაწილი სოლიდარული იმ პროცესებისადმი, რომელიც ახლა მიმდინარეობს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია