ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების მიღებაზე მუშაობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო მუშაობს იმისთვის, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატები მიიღოს.

როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, „მერკისა“ და „ფაიზერის“ პრეპარატები ვირუსის დადასტურებიდან მალევე მიღების შემთხვევაში, საკმაოდ მაღალი ეფექტურობისაა.

„ეს არის ორი ყველაზე წინგადადგმული ნაბიჯი, ერთი "ფაიზერის" და მეორე "მერკის". ბრიტანეთმა ჯერ „მერკის“ პრეპარატი დაამტკიცა, მაგრამ "ფაიზერს" მალე დაამტკიცებს აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია. სხვადასხვა მექანიზმით მოქმედი პრეპარატია ორივე, მაგრამ უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედი პრეპარატები, რომლებსაც დაახლოებით ისეთივე მოქმედების მექანიზმი აქვს, რაც გრიპის საწინააღმდეგო პრეპერატ „ტამიფლუს“ სახელწოდებით რაც არის ცნობილი. თუ მიიღებ დაწყებისას, როცა ვირუსი დგინდება 5 დღის განმავლობაში, მაშინ ეფექტი ძალიან დიდია. დაახლოებით 80%-დან 90%-მდე ამცირებს დაავადების შემდგომ განვითარებას, გართულებას და სიკვდილიანობას. ბევრი პრეპარატია დღეს სხვადასხვა კვლევის ფაზებში, „მერკმა“ და „ფაიზერმა“ პირველმა დაასრულეს მესამე ფაზის კვლევები. მალე ისინი ბაზარზე გამოჩნდებიან. გიდასტურებთ, საქართველო მუშაობს, რომ ეს პრეპარატები მიიღოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს