კახა კუჭავა - გელა ჩარკვიანის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

კახაკუჭავა, გელა ჩარკვიანის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

“საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი დიპლომატის, პედაგოგის, მწერლის და პუბლიცისტის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.

იგი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“, - აცხადებს კუჭავა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის