გადაშენების პირას მყოფი სახეობის, საკმლის ხის გამოსახულებიანი საფოსტო მარკა „ევროპა 2021” მიმოქცევაში შევიდა

კრწანისის ტყეპარკში, „საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს მხარდაჭერით, „წითელი ნუსხის” სახეობის, საკმლის ხის 150 ნერგი დაირგო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საფოსტო მარკის „ევროპა 2021“-ის პრეზენტაცია და National Geographic-ის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენაც გაიმართა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია, აღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.

„კრწანისის ტყეპარკში მოეწყო გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის, საკმლის ხის კორომი, რომელიც წვლილს შეიტანს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში და ვიზიტორებისთვის ტყეპარს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საფოსტო მარკა „ევროპა 2021”, რომელზეც გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და ბექობის არწივია გამოსახული, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან შევიდა მიმოქცევაში. საფოსტო მარკის აღნიშნული ვიზუალით დამზადება მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის საქართველოს ფლორისა და ფაუნის, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი სახეობების, გაცნობას.

საფოსტო მარკის პრეზენტაციას ორგანიზება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უწყებამ, „საქართველოს ფოსტამ“ გაუწია. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს „Post Europe“- ის წარმომადგენელი მაირე ლოდი ეწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა