პაატა დავითაია - ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ  მესამე პრეზიდენტი დაცული იყოს სამართლებრივი, ფიზიკური და მორალური ზეწოლისგან

ეს პროცესები აზიანებს ქვეყანას, ეს არის მართლმსაჯულების, სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაცია. ყოვლად მიუღებელია ის ქმედებები, რაც ვითარდება მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მესამე პრეზიდენტი დაცული იყოს სამართლებრივი, ფიზიკური და მორალური ზეწოლისგან, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიას თქმით, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უნდა დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილზე შესაძლო განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით.

„სამართალდამცავმა სტრუქტურებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილზე განხორციელებულ ძალადობას ეხება.

ძალადობა დაუშვებელია როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე, ასევე რიგით პატიმარზე. გამოძიების მიერ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მკაცრად უნდა დაისაჯოს ის პირი, ვინც განახორციელა ფიზიკური ძალადობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე.

ეს არის სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაცია და მუნდირის შეურაცხყოფა. ჩემთვის, არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსის და პარტიის თავმჯდომარისთვის, არამედ როგორც ყოფილი სამართალდამცავისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ქმედებები, რისი მომსწრეებიც გავხდით. სასჯელაღსრულების სისტემას გააჩნია ყველა რესურსი აღკვეთოს და შეაჩეროს, ე.წ. შუმოკი და მესამე პრეზიდენტის შეურაცხყოფა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ქმედებები არის დასჯადი და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გადაურჩება ვერავინ, ვინც იღებს მონაწილეობას ამ პროცესში.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობის დაცვა ყველას ვალდებულებაა. ეს არის პრინციპული საკითხი. დამნაშავემ, ვინც არ უნდა იყოს ის, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ასეთი ზეწოლა არ უნდა ხორციელდებოდეს არც ერთ პატიმარზე.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მოაცილოს მესამე პრეზიდენტი გლდანის #18 დაწესებულებას და მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილზე არ იყოს განხორციელებული სამართლებრივი, ფიზიკური და მორალური ზეწოლა, რისგანაც ის #18 დაწესებულებაში არ არის დაცული”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო