ირაკლი ზარქუა - ჩამოეხსნა ფარდა აფიორას, რომ თითქოს სააკაშვილი მომაკვდავი იყო და ადამიანებს ვერ სცნობდა, ეს სიცრუე დაიფშვნა

ჩამოეხსნა ფარდა აფიორას, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი მომაკვდავი იყო და ადამიანებს ვერ სცნობდა - ეს სიცრუე დაიფშვნა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუამ განაცხადა ისიც, რომ სააკაშვილი უზრუნველყოფილია სამედიცინო სერვისით და მისი უსაფრთხოება არის დაცული.

„გახსოვთ რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილმა გონი დაკარგა, სახელს ვერ იხსენებს, ვერ დადის და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ეს სიცრუე იყო. აღმოჩნდა, რომ ადამიანი იმდენად ჯანმრთელია, იმის მიუხედავად, რომ 40 დღეა შიმშილობს, საკუთარი ჯანით შეუძლია არა მხოლოდ გადაადგილება, არამედ სირბილით და დატვირთვით მთელი კორიდორის გავლა. მე უფრო ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია მადარდებს, რომელიც მეოთხე დღეა ნამდვილად შიმშილობს და უკვე ცუდად გახდა.

მიხეილ სააკაშვილის ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციაზე გადაყვანა უმაღლესი სტანდარტის დაცვით მოხდა. დანარჩენ კითხვებზე შესაბამისი უწყების მინისტრი გასცემს პასუხს. ეს 2012 წლამდე ციხე არ არის, როცა ადამიანებს კვირების განმავლობაში დილეგში აგდებდნენ, აწამებდნენ, წყალში აყენებდნენ და სხეულზე სიგარეტს აწვავდნენ - ეს არ აგერიოთ, სხვა დროა!" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა