პრემიერ-მინისტრი ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს გაეცნო

ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება, მათ შორის სექტორის მონაწილეებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში განიხილეს. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახდეს.

„მე გავეცანი ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშს, რომელიც თქვენ მოამზადეთ. ნამდვილად საინტერსოა თქვენი ანგარიში, ამიტომ დავიწყოთ მუშაობა. მე მინდა აღნიშნული საკითხი გავხადოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე. დავიწყოთ დიალოგი ამ დარგის წარმომადგენლებთან, ძირითად მოთამაშეებთან. ასევე, ვაპირებ, რომ ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც დავიწყოთ აქტიური მუშაობა ამ საკითხის დარეგულირების მიზნით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წამლების ფასი მოსახლეობას ძალიან აწუხებს და საზოგადოებაში არსებობს კითხვები, ამიტომ საჭიროა ამ საკითხის შესწავლა და პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე. ამ მიზნით დაიწყება აქტიური შეხვედრები და მჭიდრო დიალოგი სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს უპასუხოდ.

როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი კონკურენციის შესაძლებლობას და მომხმარებლისთვის მედიკამენტებზე მეტ ხელმისაწვდომობას.

„ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ის ძირითადი მიგნებები და ჩვენი შუალედური ანგარიში მოიცავს 2016-2020 წლის პერიოდის ანგარიშს და შესაბამისად, ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიზის საფუძველზეა წარმოდგენილი ის რეკომენდაციების პაკეტ, რომელიც ორი მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ. პირველი, ეს გულისხმობს ბაზარზე არსებული მაღალი კონცენტრაციისა და არსებული ჰოლდინგური სტრუქტურის ზეგავლენის შეფასებას და მათ განეიტრალებას, იმისათვის, რომ მეტი კონკურენცია იყოს მომხმარებლისთვის და მეტი ინფორმირებული არჩევანი ჰქონდეს მომხმარებელს იმისთვის, რომ საუკეთესო არჩევანის პირობებში მეტი დაზოგოს, როდესაც მედიკამენტებში საკმაოდ მაღალი დანახარჯების გაღება უხდება.

მეორე მიმართულება ჩვენი რეკომენდაციებისა, ეს არის სისტემური საკითხები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში, ჩვენი შეფასებით, სარეცეპტო პოლიტიკის ცვლილებას, მის ელექტრონიზაციას და მეტი არჩევანი გაკეთებას სარეცეპტო პოლიტიკის ფარგლებში, რადგანაც, მომხმარებელს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და მეტი არჩევანი ბაზარზე არსებული იმ მედიკამენტების შესახებ, რომლის შეძენაც მათ უწევთ. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, აღნიშნული შუალედური დასკვნა გავაცნოთ ველა დაინტერესებულ მხარეს და წარმოვადგინოთ ის რეკომენდაციის პაკეტი, რაც საბოლოო ჯამში, მიგვაჩნია, რომ მეტად კონკურენტულ უნარიანს გახდის აღნიშნულ ბაზარს, რაც შესაბამისად, გარკვეულ პერიოდში უნდა აისახოს მედიკამენტების ფასებზე. აქ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს მეტი ინფორმირებული არჩევანი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო