დავით ბაქრაძე - ინიციატივა მაქვს, სააკაშვილი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში და ამის პასუხად ოპოზიციამ აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოს მიმდებარედ შეკრებები არ დაიგეგმება

მე მაქვს კონკრეტული ინიციატივა, ხელისუფლებამ მოახდინოს სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა გლდანის ციხიდან სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში და ამის პასუხად ოპოზიციამ აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არ დაიგეგმება არანაირი ტიპის საპროტესტო აქტივობები და შეკრებები, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა არის საფრთხის წინ და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე გადასარჩენია.

„სააკაშვილის გატაცება გლდანის ციხეში ტყუილით და ძალადობის გამოყენებით ვერ შეფასდება სხვაგვარად თუ არა უკანონო, სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც კიდევ უფრო დაძაბა უკიდურესად დაძაბული ვითარება ქვეყანაში. დღეს ყველა ერთად ვართ ბეწვის ხიდზე და ერთი ნაბიჯი გვაშორებს უფსკრულს, იმ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კატასტროფას, რომელიც ასეთივე დაპირისპირების შედეგად გავიარეთ 90-იან წლებში, ამიტომ მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება და ინიციატივა, ხელისუფლებამ მოახიდნოს მისი დაუყონებლივი გადაყვნა გლდანის ციხიდან სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში და ამის პასუხად ოპოზიციამ აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არ დაიგეგმება არანაირი ტიპის საპროტესტო აქტივობები და შეკრებები. გამოსავალი გახლავთ სწორედ ეს, "- განაცხადა ბაქრაძემ.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს