ირაკლი ზარქუა - სამწუხაროდ, სახალხო დამცველი “ნაცმოძრაობის” პარტიული დანამატია - ერთი პატიმარი მაინც გახსენდებათ, რომლის მიმართაც ლომჯარიას ანალოგიური მიდგომები ჰქონდა?!

სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული დანამატია - ერთი პატიმარი მაინც გახსენდებათ, რომლის მიმართაც ნინო ლომჯარიას ანალოგიური მიდგომები ჰქონდა?! - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ზარქუა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის კერძო სამედიცინო სექტორში გადაყვანა უსაფრთხოების თვალსაზრისით სახელმწიფოსთვის შეიძლება დიდი პრობლემა იყოს.

"მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის. სასჯელს ნიკოლა სარკოზიც იხდის და არ დაუწყიათ, აბა, გამოუშვითო.

მან დააშავა და სასჯელს იხდის. სააკაშვილს სამი ინსტანციის მიერ მისჯილი აქვს და თუ განსხვავებული პოზიცია აქვთ, გაასაჩივრონ. ვფიქრობ, რომ სააკაშვილი უფრო მეტად დაცული იქნება იქ, სადაც ახლა არის. კერძო სექტორში მისი გადაყვანის საფუძველი არ არსებობს და ამას არც პროტოკოლი ითვალისწინებს. მას ამ ქვეყანაში იმდენი ადამიანი ჰყავს გაბოროტებული, რომ შეიძლება, სახელმწიფოს კერძო კლინიკაში მისი დაცვა გაუჭირდეს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა