ირაკლი კობახიძე - ნინო ლომჯარიაც აჩვენებს იმას, რატომ არ შეიძლება არც ერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სიცრუისთვის იყენებენ

ნინო ლომჯარიაც აჩვენებს იმას, რატომ არ შეიძლება არც ერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სიცრუისთვის იყენებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს იმიტომ სურთ მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, რომ სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად უფრო მარტივია მათი რადიკალური გეგმების აღსრულება.

„სახალხო დამცველს და "ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენ წარმომადგენლებს ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვთ. მათ ერთადერთი მიზეზით უნდათ სააკაშვილის რამენაირად სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამას არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. რაც შეეხება სახალხო დამცველის და სხვა „ნაციონალების“ განზრახვას, მიზეზი არის ის, რომ სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომელიც გუშინაც ვიხილეთ. ჩვენ ვსაუბრობდით მათ რევანშისტულ განზრახვებზე, რასაც აღსრულება არ უწერია. ნინო ლომჯარიაც აჩვენებს იმას, რატომ არ შეიძლება არც ერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სიცრუისთვის იყენებენ“,-განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო