ომბუდსმენის მოადგილე - ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო პროფილის კლინიკაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოება

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ომბუდსმენის რეკომენდაციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო პროფილის კლინიკაში, სადაც მისი უსაფრთხოება და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან თავისუფალ გარემოში არსებობა უზრუნველყოფილი იქნება. ამის შესახებ ბურჯანაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ერიკა ოლსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესს აკვირდება.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, ბურჯანაძის ინფორმაციით, სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან ერთად შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა ქართულ სასამართლოში არსებულ მდგომარეობას. ეს იყო მთავარი განსახილველი საკითხი. მიმოვიხილეთ ინსტიტუციური გამოწვევები, რა ხარვეზები და პრობლემები არსებობს. ბუნებრივია, დღევანდელ რეალობაში გვერდს ვერ ავუვლით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს. მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით. ისინი აკვირდებიან ამ პროცესს“,- განაცახდა გიორგი ბურჯანაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა