აკაკი ბობოხიძე - ზუსტად ისეთივე წარმატებით შემიძლია ბატონ კობახიძეს დავაბრალო, რომ ისინი აპირებენ ელენე ხოშტარიას მოწამვლას, ოღონდ წინასწარ, პრევენციის მიზნით, ამას სხვას აბრალებენ

ზუსტად ისეთივე წარმატებით შემიძლია ბატონ კობახიძეს დავაბრალო, რომ ისინი აპირებენ ელენე ხოშტარიას მოწამვლას, ოღონდ წინასწარ, პრევენციის მიზნით, ამას სხვას აბრალებენ, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება.

ბობოხიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები სახიფათოა.

„ქართული ოცნებისგან“ ეს, რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ არის, მაგრამ ზუსტად ისეთივე წარმატებით შემიძლია ბატონ კობახიძეს დავაბრალო, რომ ისინი აპირებენ ელენე ხოშტარიას მოწამვლას, ოღონდ წინასწარ, პრევენციის მიზნით, ამას სხვას აბრალებენ. ასე რომ, ბატონ ირაკლის მინდა მივმართო, ერთნაირი წარმატებით შეიძლება იყოს ორივე ვერსია განხილული. აქედან გამომდინარე, სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებებია ხიფათის შემცველი. ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ კანონის საწინააღმდეგო რაიმე ტიპის მოქმედება ხდება ქვეყანაში, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს.

ვერ აიცილებენ ამ პასუხისმგებლობა. ვერ აიცილებენ იმ ზიანს, რასაც თავიანთი არასწორი პოლიტიკური მოქმედებებით ქვეყანას აყენებენ, კონკრეტულ ადამიანებზე სულ რომ არაფერი ვთქვათ“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთ-ერთ ოპოზიციურ შეხვედრაზე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოწამვლის საკითხი განიხილებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა