მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნები მთლიანობაში შეფასდა, როგორც კარგად ორგანიზებული, მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები?

დიახ, არჩევნები საქართველოში მთლიანობაში შეფასდა, როგორც კონკრეტული და კარგად ორგანიზებული, მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი საქართველოსთვის? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები? - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ორგანიზებულ ვებინარზე განაცხადა, რომელმაც შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზეგავლენა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.

მისი თქმით, თუ საქართველოში ოპოზიცია გრძნობს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ხმა ან ისინი არ არიან საკმარისად ძლიერები, მათ უნდა სჯეროდეთ, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს დემოკრატიის მხარეს არიან, რაც, კალიურანდის განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ევროდეპუტატები აქტიურად ადევნებენ თვალს იმას თუ რა ხდება პარლამენტში და ასევე იქნებიან ოპოზიციის ხმა თუ ეს საჭირო გახდება.

„მე მქონდა შანსი ვყოფილიყავი ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის სადამკვირვებლო მისიაში ევროპარლამენტიდან და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპარლამენტი არჩევნების ორივე ტურში იღებდა მონაწილეობას, ამან აჩვენა ძალიან ღრმა დაინტერესება, ასევე პასუხისმგებლობა და ჩართულობა ევროკავშირისა და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმართ.

დიახ, არჩევნები საქართველოში მთლიანობაში შეფასებული იქნა როგორც კონკრეტული და კარგად ორგანიზებული, მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი საქართველოსთვის? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები? და უნდა იყოს თუ არა შემდეგი არჩევნები ჩატარებული უკეთესი ფორმით, ვიდრე ეს უბრალოდ კონკურენტული და კარგად ორგანიზებულია?!

არჩევნები დასრულებულია და ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია და უკანასკნელი წლის განმავლობაში არსებული პოლიტიკური არეულობა უნდა იყოს დაძლეული. ახლა დროა, რომ ქართველი პოლიტიკოსები დაუბრუნდნენ ნორმალურ სამუშაო რუტინას. საქართველოს სჭირდება მუშა პარლამენტი, საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც პლენარული სესიები არ იქნება ბოიკოტირებული, სადაც სამუშაოს გარკვეული ნაწილი არ იქნება ბოიკოტირებული და სჭირდება ისეთი პარლამენტი, სადაც ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი, იქნება ძლიერი და აქტიური. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ, ევროპარლამენტარები, თვალს ვადევნებთ დისკუსიებსა და მოვლენების განვითარებას საქართველოს პარლამენტში. თუ ოპოზიცია გრძნობს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ხმა ან ისინი არ არიან საკმარისად ძლიერები, გვენდეთ, ჩვენ აქ ვართ, საქართველოს დემოკრატიის მხარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს იმას, თუ რა ხდება პარლამენტში და ჩვენ, ასევე, ვიქნებით ოპოზიციის ხმა თუ ეს საჭირო გახდება! მაგრამ მე მინდა მოვუწოდო მხარეებს თანამშრომლობისკენ საქართველოს პარლამენტში და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებისკენ. იმდენი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს სჭირდება, დაწყებული კოვიდპანდემიიდან, ეკონომიკური გაჯანსაღება, დემოკრატიული რეფორმები. თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საკითხებზე მუშაობა და უბრალოდ უნდა შეწყვიტოთ პოლარიზაცია და ბრალდებები“, - განაცხადა კალიურანდმა.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება