მარინა კალიურანდი - ევროკავშირს არ შეუძლია პრობლემის მოგვარება და არ შეუძლია რეფორმების გატარება, გასაღები თბილისშია, გასაღები ქართველი პოლიტიკოსების ხელშია

ევროკავშირს არ შეუძლია პრობლემის მოგვარება და არ შეუძლია გაატაროს რეფორმები, გასაღები თბილისშია, გასაღები ქართველი პოლიტიკოსების ხელშია - დროა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დააყენონ ეროვნული საკითხები მათ პირად ინტერესებზე წინ,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ვებინარზე განაცხადა, რომელმაც შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზეგავლენა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.

მისი თქმით, ევროკავშირის ჩართულობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში იყო მაქსიმალურად ღრმა და განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პერსონალური ჩართულობა, რადგან კალიურანდის განმარტებით, როგორც წესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამას არ აკეთებს.

„ევროკავშირის ჩართულობა იყო კრიტიკული და ძალიან ღრმა, მას არ შეუძლია წავიდეს უფრო ღრმად. შარლ მიშელის პერსონალური ჩართულობა არის აღსანიშნავი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამას არ აკეთებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ევროკავშირს არ შეუძლია პრობლემის მოგვარება და არ შეუძლია გაატაროს რეფორმები, გასაღები თბილისშია, გასაღები ქართველი პოლიტიკოსების ხელშია. როდესაც არის კითხვა, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირმა, მას შეუძლია შუამავლობა, ევროკავშირს შეუძლია საუკეთესო გაკვეთილების გაზიარება, ევროკავშირს შეუძლია დახმარება, მაგრამ მას არ შეუძლია იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც საქართველოშია, ამიტომ მინდა გავიმეორო, დროა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დააყენონ ეროვნული საკითხები მათ პირად ინტერესებზე წინ. ეს არ არის მარტივი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები შეიძლება რთული იყოს, მაგრამ როდესაც ეს არის სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებში, ეს უნდა იყოს მიღებული მხედველობაში და გახდეს პრიორიტეტი.

და ჩემი საბოლოო კომენტარი - ევროპარლამენტის წევრები არიან თავისუფლები თქვან ის, რაც მათ სურთ და რაც მათ სწორად მიაჩნიათ და ყოველთვის არ ხდება, როდესაც ევროპარლამენტის წევრები იზიარებენ ერთსა და იმავე პოზიციას. ის რაც მოხდა ზაფხულში, უნიკალურია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა გუნდმა გაიზიარა ერთი და იგივე პოზიცია და მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შეერთებოდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა პარტია, რომელიც შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, მას მოუწოდა, რომ არ მოეხდინა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების პროვოცირება. დიახ, ჩვენ ვეკუთვნით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ერთი რაღაც არის რაც გვაერთიანებს, ეს არის ქართველი ხალხისა და ქართველი ერის ინტერესი,“- განაცხადა კალიურანდმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო