ნევროლოგი ოთარ თოიძე - ჩვენ მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და უცხოეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანის შესახებ საკითხის დაყენებას

ნევროლოგის, ოთარ თოიძის განცხადებით, როგორც ადვოკატებმა უთხრეს, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ხელების ტრემორი. ამის შესახებ თოიძემ ჟურნალისტებს გლდანის ციხესთან განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გართულება მოსალოდნელი იყო.

"ექიმები ვფიქრობთ, რომ ეს გართულება არის გამოწვეული კალიუმის ნაკლებობით, რომელიც, შესაძლოა, სასიკვდილით დასრულდეს.

ჩვენ მოვითხოვთ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და უცხოეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანის შესახებ საკითხის დაყენებას. მე ვარ წარმომადგენელი იმ ექსპერტთა ჯგუფის, რომელიც პარალელურად მუშაობს. დღეს საღამოს მზად გვექნება ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოსთვის ექიმთა მიმართვა და შედეგები, ალბათ, დღეს იქნება გაგზავნილი", - განაცხადა თოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა