დღეს, თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეს, 11:00 საათზე თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა.

„შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილი გაჩერდეს გლდანის ციხეში. უახლოეს პერიოდში ის გადაყვანილი იქნება სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა ყოველდღიურად არ უნდა გაგრძელდეს ორგანიზებულად და მზარდად.

დღეს დილიდან, 11:00 საათზე სამ ადგილას ერთდროულად გაიმართება აქცია: იუსტიციის სამინისტროსთან, ე.წ.მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებული არის ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ყოველ დილით მხარდამჭერებს გააცნობენ კონკრეტულ გეგმას, თუ სად გაიმართება საპროტესტო აქციები, თუმცა, ერთი ლოკაცია ყოველთვის იქნება ისეთი, რომელიც წინასწარ არ იქნება გაჟღერებული.

„ამასთან, მეოთხე ადგილასაც იქნება აქცია, რომელსაც განგებ არ დავასახელებ და ასე იქნება ყოველ დღე. შევეგუოთ, რომ ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი გამარჯვება - ისტორიული გამარჯვება სხვანაირად არ მოდის. ღამისთევა, როგორც ასეთი და ენერგიის გამოცლა თქვენს და სხვა ადამიანებისგან, არ არის საჭირო. დილიდან ჩვენ უნდა გამოვაცალოთ ენერგია რეჟიმს და არა ღამისთევით რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. აპრობირებული მეთოდი არის ბრძოლის, გაშლა სხვადასხვა ფრონტზე. წუწუნის დრო და ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არის. ნომერ პირველი მიღწევა არის მიშას გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რითაც ელენე ხოშტარიას მძიმე მდგომარეობას პასუხი გაეცემა და შიმშილს შეწყვეტს. მისი მდგომარეობა არ არის მარტივი, არანაკლებ მძიმეა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ არა პირიქით, - უარესი. ამიტომ, არანაირი დაღლა, ყოველ დღე დილით ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება. თქვენ შეგატყობინებთ, რამდენიმე წერტილს, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ დავასახელებ და იმტვრიონ თავი „ქართული ოცნების“ სპეცდანიშნულების რაზმებმა თუ პოლიციის უფროსებმა. ჯერჯერობით მთელ თბილისში, ამ პროტესტის გაშლა მოხდება უკვე ხვალინდელი დილიდან. გავაკეთებთ იმას, რასაც ტრადიციულად პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები ვაკეთებდით, გავაკეთებთ იმას, რაც ატიპიური არის ჩვენთვის. მიჩვეულები ვიყავით ერთ წერტილში ბრძოლას, ამით ამოსუნთქვის საშუალებას ვაძლევდით ხელისუფლებას. ლოკაციები გაიზრდება მანამ სანამ, მთელი თბილისი არ იქნება მოცული საპროტესტო აქციებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

გარდა ამისა დღეს აქცია გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო