ირაკლი ქადაგიშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ექსპერტებს შეხვდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI ) ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს შეეხებოდა. ირაკლი ქადაგიშვილმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტულად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მაკონტროლებელ ფუნქციებზე.

„კენ მაკინტოშის მხრიდანაც აღინიშნა და ჩვენც გავამახვილეთ ყურადღება, რომ პარლამენტის რეგლამენტი საკმაოდ მაღალი სტანდარტით და საუკეთესო ევროპული გამოცდილებით არის შედგენილი, რაც პარლამენტს საშუალებას აძლევს, რომ ეფექტურად განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი, რომელიც კონსტიტუციით პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა.

აღვნიშნეთ ისიც, რომ, რა თქმა უნდა, ერთია კანონის მაღალი ხარისხი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია აღსრულება. მე ჩემი მხრიდან ვთქვი, რომ ამ ტრადიციის შემუშავებას, როგორც საკანონმდებლო ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო გაუმჯობესება სჭირდება. აქ საუბარია იმაზე, რომ დამატებითი მეთოდოლოგია შედგეს - სახელმძღვანელო წიგნის სახით, ერთგვარი გაიდლაინი, რომელიც მოგვეხმარება კანონმდებელსაც და აღმასრულებელსაც, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი უფრო თანმიმდევრულად და ეფექტურად იქნას გამოყენებული," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშძვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო