ნიკა მელიას განცხადებით, 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, სასამართლოს ეზოში კი აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით,10 ნოემბერს აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც გაიმართება, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

მანამდე კი, მელიას განმარტებით, აქცია რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად გაიმართება.

„თუ რამე არ შეცვალეს გეგმაში, ამ წუთის მდგომარეობით, 13:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. წესით და რიგით, ის უნდა გამოცხადდეს ან უნდა გადმოიყვანონ თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზში. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერც მე და ვერც თქვენ აიღებთ, მაგრამ ხვალ, 11 საათიანი აქციების შემდეგ, როდესაც დადასტურდება, რომ სასამართლო არის 13:00 საათზე, ყველანი, რა თქმა უნდა, დიღომში გადავალთ და დამატებით ადამიანები შემოგვიერთდებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში. ჩვენ იქაც ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მაგრამ ძალიან მშვიდი. ჩვენმა გუშინდელმა სიმშვიდემ, თქვენმა სიბრძნემ მოგვიტანა ის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა დრამატულად არის გაზრდილი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილისადმი, ამ პროცესისადმი და ზოგადად ამ საპროტესტო მოძრაობას ლეგიტიმაცია კიდევ უფრო მაღალი გაუხდა. ჩვენმა გუშინდელმა არაერთმა ბრძნულმა ნაბიჯმა ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა“, - განაცხადა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო