თინა ბოკუჩავა - ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ფორმალობა და ფარსია სასამართლო პროცესიც - სააკაშვილს მიეცემა თუ არა  სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა, აქცია გაიმართება

ეს არის ივანიშვილის მორიგი თამაში - ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ფორმალობა და ფარსია სასამართლო პროცესიც, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ხვალ დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად სააკაშვილს მიეცემა თუ არა სასამართლოზე დასწრების საშუალება, ხვალ სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართება.

"რეჟიმისგან, რომელიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს იტაცებს, საათზე მეტი არავისთვის ცნობილი არ არის მისი ადგილსამყოფელი და შემდეგ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ფონზე, მისი ნების წინააღმდეგ ხდება მისი გადაყვანა დაწესებულებაში, სადაც არ არის მისი ღირსების უფლება დაცული და სადაც ვერ მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ბუნებრივია, ძალიან რთულია რაიმეს პროგნოზირება, რომ რაიმე რაციონალურ ნაბიჯებს ველოდოთ.

შესაბამისად, წინმსწრებად ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, დათანხმდება თუ არა პროკურატურა სასამართლოს მოთხოვნას. თუმცა, ერთი შემიძლია გითხრათ, ეს არანაირი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება პროკურატურის არ იქნება, ეს არის ივანიშვილის მორიგი თამაში, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, ფორმალობა და ფარსია ეს პროცესიც. შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სააკაშვილს მიეცემა თუ არა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა, აქცია გაიმართება. მისი დაკავება მოხდა 1- ელ ოქტომბერს და მას ამ დრომდე არ ჰქონია სასამართლოზე წარდგომის უფლება, რაც არის მძიმე დარღვევა სამართლიანი სასამართლოს პრინციპის, რაც აისახა იმ განცხადებებში, რაც მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა