სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი - მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა - თანხმობა განაცხადა, წარდგეს ექსპერტიზის წინაშე მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის გიორგი მიქელაძის განცხადებით, მან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისამართით შეძახილები გაიგო.

როგორც მიქელაძემ განმარტა, დღეს მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა ვერ მოხდა, ვინაიდან, კოვიდრეგულაციების გამო, სააკაშვილსა და ადვოკატებს, გამომძიებლებს შორის ბარიერი იყო.

მიქელაძის თქმითვე, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნული ფორმით გამოკითხვა არ მოისურვა. როგორც გამომძიებელი აცხადებს, ახლა უკვე კონსულტაცია მიმდინარეობს პენიტენციურ დაწესებულებასთან და ადვოკატებთან, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს სააკაშვილის გამოკითხვა.

„ვადასტურებ, რომ მესმოდა გარკვეული შეძახილები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართულებით. მიხეილ სააკაშვილმა მზაობა გამოხატა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მან თანხმობა განაცხადა პენიტენციური დეპარტამენიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და სხვა დაწესებულებიდან გამოთხოვილი იქნეს მის შესახებ არსებული პერსონალური სახის ინფორმაცია, მან ასევე თანხმობა განაცხადა პირადად წარდგეს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ფარგლებში სამედიცინო შემოწმების მიზნით ექსპერტთან მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. ის მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე, აქედან გამომდინარე, არსებობს თუ არა მის სხეულზე ჯანმრთელობის დაზიანების კვალი, საჭიროა ჩატარდეს სამედიცინო სახის ექსპერტიზა, მან ამის ჩატარებაზე გამოთქვა თანხმობა, თანხმობა განაცხადა, რომ პირადად წარდგეს ექსპერტიზის წინაშე მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, რაც შეეხება გამოკითხვას, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა. მოგეხსენებათ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გამოკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა სპეციალური ტელეფონის მეშვეობით, როგორც ეს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში განგვიცხადეს და რა ფაქტობრივი მოცემულობაც ჩვენ ადგილზე დაგვხვდა როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია ამ ფორმით გამოკითხვის ჩატარება. ჩვენ ვმუშაობთ გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე, რის შესახებაც დამატებით გეცნობებათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. გამოძიება მზად იყო ამ ფორმითაც ჩაეტარებინა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა, რა თქმა უნდა, პირადად შეხვედრა და გამოკითხვა მეტად კომფორტულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ფორმითაც მზად იყო გამოძიება ჩაეტარებინა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა“, - განაცხადა მიქელაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა სააკაშვილს დაზიანებები, მიქელაძე პასუხობს, რომ აღნიშნულის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა გამოკითხვის ოქმში უნდა დააფიქსიროს, რის შემდეგაც, მისი ნივთების ამოღება მოხდება.

„პირველ რიგში აღნიშნულის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა გამოკითხვის ოქმში უნდა განაცხადოს, ჩვენთვის დადასტურებულ ფაქტად უნდა იყოს მოცემულობა, რომ ასეთი რაღაც მართლაც განხორციელდა, რომ დაზიანდა მისი ტანსაცმელი და ამის შემდეგ გვექნება საფუძველი ამოვიღოთ შესაბამისი ნივთები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა შემდეგ სასამართლო განჩინების საფუძველზე მისი გამოთხოვა მოხდეს მისი გამოთხოვა შესაბამისი დაწესებულებიდან“, - განაცხადა მიქელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა