გიგი უგულავა - ყველა, ვინც უმოქმედოდ ხართ, ყველა, ვინც უკანონოდ აკავებთ აქტივისტებს, რადგან გეშინიათ, ყველას ხელებზეა სისხლი და უსინდისობა

ჩვენ ვნახეთ რეგვენი მინისტრი, რატი რეგვენი, რომელიც ახლა გამოაგორა ღარიბაშვილმა, როგორც მისი ახალი ვარსკვლავი - ეს რატი რეგვენი დღეს არ შეხვდა დეპუტატებს, არადა ის ვალდებულია არ ჩარაზოს სამინისტრო, დეპუტატებს მაინც მისცეს შესვლის უფლება, რადგან ამას კანონი და კონსტიტუცია ავალდებულებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ საქართველოს იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან დაკავშირებით პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, იუსტიციის მინისტრმა არ უპასუხა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს.

„სამაგიეროდ, ეს რატი რეგვენი იჯდა რესტორანში და რესტორანში მასთან ჟურნალისტი მივიდა ტელეფონით და ჰკითხა: რატომ სჩადიხარ ამ სიბინძურეს და უკეთურებას“, რატომ ავრცელებ კადრებს, რატომ კადრულობ ტყუილს?! ეს უტიფარი, ერთი პატარა გოგოს ხმით, ერთი პატარა ჩართული ტელეფონით შეშინებული „ევგლენა“ საუბარს იწყებს, თქვენ ჩემს პირად სივრცეში იჭრებითო.

ე.ი. მინისტრი, რომელმაც წინა დღეს პატიმრის საკნის კადრები გამოაქვეყნა; მინისტრი, რომელმაც იმის წინა დღეს პატიმარს ექიმის მიერ დანიშნული წამლები საკვებად გამოუცხადა; ეს ვირეშმაკა, ეს რეგვენი, შეშინებული, პატარა თაგვივით საუბრობს, როგორ იჭრებიო რესტორანში, თავის კისერზე უფრო დიდი სტეიკი რომ უდევს წინ. გამოდის და ჩემს პირად სივრცეში როგორ იჭრებიო. აი, ნაბიჭვართან გვაქვს საქმე და ასეთია ეს ხელისუფლება, თავიდან ბოლომდე. ამიტომ, ამათთან ნამუსზე საუბარი აღარ შეიძლება. რომელ დამუნათებაზე ვსაუბრობთ?“, - განაცხადა უგულავამ.

ამასთან, მან აქციაზე მყოფ პოლიციელებასაც მიმართა.

„ყველა პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ გუშინ აი, ის ვიღაცა ჩიტო-გვრიტო, კორუმპირებული პოლიციელი ვინმე ორდენიძე, რომელიც ქრთამზე გააგდეს 2006 წელს და მერე ამ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრად აქცია, დღეს სინამდვილეში ციხეში იმისთვის ჰყავთ, რომ ზონდერ-დავალებები შეასრულოს. თქვენ ტყუილად გგონიათ, რომ მარტო იმის ხელებზე იქნება სისხლი. ყველა, ვინც აქ დგახართ, ყველა, ვინც უმოქმედოდ ხართ, ყველა, ვინც უკანონოდ აკავებთ აქტივისტებს, იმიტომ, რომ მათი გეშინიათ, ყველას ხელებზეა ის სისხლი და უსინდისობა, არამარტო ამ რეგვენი მინისტრების ხელებზე. აი, ეს კარგად დაიმახსოვრეთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს