მამუკა ხაზარაძე - სააკაშვილი უნდა მივიდეს სასამართლოში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მისი პოზიცია

ასეთი ფაქტებით, რა შოუც გუშინ ვერტმფრენებით ჩაატარეს, "ქართული ოცნება" ძაბავს სიტუაციას და აპირისპირებს ისედაც დაღლილ, გაღატაკებულ, დანაწევრებულ ქვეყანას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე წარდგომის და საკუთარი ხმის საზოგადოებისთვის მიწვდენის საშუალება უნდა მიეცეს.

"ეს ყველაფერი არის "ოცნების" ერთ შემთხვევაში დაუგეგმავი და მეორე შემთხვევაში დაგეგმილი დაძაბვის სცენარი, რომ დაძაბულობამ გადაფაროს ყველაზე მთავარი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხს მოპარა არჩევნები და სასტიკად გააყალბა, ახლა კი ასეთი ფაქტებით, რა შოუც გუშინ ჩაატარეს ვერტმფრენებით - პრაქტიკულად პატიმრის მოტაცება, დაუშვებელი და მიუღებელი მეთოდებით ძაბავენ სიტუაციას და აპირისპირებენ ისედაც დაღლილ, გაღატაკებულ, დანაწევრებულ ქვეყანას. მე ვფიქრობ, სააკაშვილი უნდა მივიდეს სასამართლოში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მისი პოზიცია. "ლელო" ითხოვდა მულტიფუნქციურ კლინიკაში მის გადაყვანას და მისთვის სამართლიან სასამართლოში წარდგომის საშუალებას. სამართლიანი სასამართლო ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ის მაინც უნდა მოხერხდეს, რომ შეეძლოს თავის პოზიციის დაცვა და საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენა", - განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა