ბექა დავითულიანი - მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში რომ დაგვეწვინა და მისულიყო ორასკაციანი, მისი გამწარებული ადამიანების ჯგუფი და ეგინებინათ ფანჯრიდან, ესეც ხომ მისი წამება იქნებოდა

სააკაშვილს აბსოლუტურად განცალკევებული დერეფანი აქვს, გარედან სრულად დაცულია, ვერავინ იქ ვერ შეაღწევს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ციხის საავადმყოფო შიგნიდანაც კი ისეთი იზოლირებულია, რომ ხმა არ შედის და მიხეილ სააკაშვილს ფსიქოლოგიური ტერორის შეგრძნება არ ექნება.

„პენიტენციური დაწესებულების ვალდებულებაა, ნებისმიერი პატიმარი და მათ შორის პატიმარი სააკაშვილი განათავსოს ისეთ პირობებში, სადაც დაცული იქნება მისი ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება და მისი უფლებები. ჯანმრთელობის დაცვის კუთხით იღებს პასუხისმგებლობას და განათავსა ისეთ კლინიკაში, რომელიც წერია რეკომენდაციაში.

პატიმრების უსაფრთხოების კუთხით აბსოლუტურად განცალკევებული დერეფანი აქვს, გარედან სრულად დაცულია, ვერავინ იქ ვერ შეაღწევს იმიტომ, რომ ციხის შენობაა და დაცულია ბოლომდე. მიხეილ სააკაშვილი რამდენადაც მე ვიცი, საერთოდ სხვა სართულზე იზოლირებულია იმიტომ, რომ სხვა პატიმრების ხმაც კი არ შეუვიდეს არა თუ შეხებაში იყოს სხვასთან.

სამოქალაქო კლინიკაში რომ დაგვეწვინა და მისულიყო ორასკაციანი, მისი გამწარებული ადამიანების ჯგუფი და ეგინებინათ ფანჯრიდან, ესეც ხომ მისი წამება იქნებოდა. ციხის საავადმყოფო დაცულია და იზოლირებულია. შიგნიდანაც კი ისეთი იზოლირებულია, რომ მას ფსიქოლოგიური ტერორის შეგრძნება არ ჰქონდეს”, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო