ნიკა მელია - ბოლოს მოგიღებთ უწყვეტი, მზარდი პროტესტით და გაიძულებთ დანიშნოთ არჩევნები

ბოლოს მოგიღებთ უწყვეტი, მზარდი პროტესტით და გაიძულებთ დანიშნოთ არჩევნები, გაიძულებთ!, - ასე მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ხელისუფლებას.

როგორც ის, სოციალურ ქსელში წერს, ახლა მათი ფუნქციაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ აქტიურ პროტესტში, „დისკომფორტი შეუქმნან რეჟიმს და საბოლოო ჯამში მოახდინონ მისი პარალიზება“.

„მეგობრებო! პირველ რიგში მინდა აგიხსნათ, რატომ ვფიქრობ, რომ ტაქტიკა რომელიც ჩვენ ავირჩიეთ რეჟიმის გასატეხად არის სწორი ხელისუფლების მიერ, სასიკვდილოდ გადადებული მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიასი და სხვა მომხრეები ოპოზიციისა ვართ მილიონზე გაცილებით მეტი! უფრო მეტიც - იმ ადამიანების აზრსა და ემოციებს თუ შევხედავთ, ვინც აქამდე გულგრილი იყო პოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ ახლა უყურებს და აცნობიერებს ხელისუფლების ველურობასა და ივანიშვილის შურისძიების დაუოკებელ ჟინს - შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, დღეს გამიჯნულია ამ კრიმინალთა ვიწრო წრეს, ვინც ქვეყანას თავს დააჯდა.

ჩვენი ფუნქციაა, რაც შეიძლება მეტი და მეტი ადამიანი ჩავრთოთ აქტიურ პროტესტში, რაც შეიძლება მეტი და ფართო დისკომფორტი შევუქმნათ რეჟიმს და საბოლოო ჯამში მოვახდინოთ მისი პარალიზება. ეს მხოლოდ მშვიდობიან დიდ და სიმართლეზე დაფუძნებულ მოძრაობას შეუძლია! ასეთ მოძრაობებს არ წაუგია არსად და არასდროს! რეჟიმის ხელთაა ახლა, ფული, ადმინისტრაცია და ძალოვნები! ამის იმედად არიან! განსაკუთრებით უნდათ, რომ ჩვენ მოთმინება დაგვაკარგინონ, ძალოვნები გამოიყენონ და პროტესტი ჩაახშონ, მოამთავრონ! პირველი, რომ ბრიყვს შეუძლია იფიქროს, რომ ასიათასობით ადამიანის პროტესტს ძალით და დაჭერებით დაამთავრებს და მეორე: არ მოგცემთ შანსს გაასაღოთ ეს მოძრაობა ძალადობრივ მოძრაობად - ეს ზღაპრები სუს-ში ერთმანეთს მოუყევით!

ჩვენ კი მშვიდად და მტკიცედ მოვალთ ყველგან სადაც ხართ, ყველა თქვენ უწყებასთან, ყველა თქვენ ღონისძიებასთან, ყველგან სადაც დანაშაულებრივ გეგმებს აწყობთ - მოვალთ და ხმამაღლა გეტყვით რომ მკვლელები ხართ, კრიმინალები ხართ!

თქვენ გგონიათ დავიღლებით, გამოვიფიტებით - არა და ვნახოთ, ვინ გამოიფიტება პირველი - ჩვენ ჩვენს ბრძოლაში თავისუფლებისთვის და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად, არჩევნების დასაბრუნებლად, თუ თქვენ თქვენი მარიონეტული სკამების შესანარჩუნებლად!

ჩვენ ვიმოქმედებთ სწორი ტაქტიკით - ღამე შენობებთან თენება ამ ეტაპზე არაეფექტური მგონია. უნდა ვიმოქმედოთ დილიდან, მთელი დღის განმავლობაში დემორალიზებული და ძალოვნების იმედად დარჩენილი რეჟიმის გამოსაშიგნად.

თქვენ ისეთი სილა გაარტყით ათიათასობით ადამიანს, რომ არ გეპატიებათ, არ შეგრჩებათ. ის რაც გუშინ ქნეს, როცა პატიმრობაში მყოფი და 40 დღე ნაშიმშილარი პრეზიდენტი მოტყუებით, რომ საავადმყოფოში მიყავდათ კრიმინალის ბუდეში შეაგდეს, მასზე ძალა გამოიყენეს, ხელით შეეხენ, აგინეს, დაემუქრნენ - ეს როგორ შეგრჩებათ, როგორ გგონიათ!

არ მოგცემთ შანსს სამოქალაქო დაპირისპირების მორევში ჩაძიროთ ქვეყანა და მერე უფროს ძმას თხოვოთ დახმარება როგორც ორჯონიკიძეებმა და მახარაძეებმა. მოკლედ, ბოლოს მოგიღებთ უწყვეტი, მზარდი პროტესტით და გაიძულებთ დანიშნოთ არჩევნები, გაიძულებთ!“, - წერს მელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო