ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრები რეგიონების მიხედვით ცალ-ცალკე გაიმართება და მას მერებთან ერთად მხარის რწმუნებულებულებიც დაესწრებიან.

პირველი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილის მცხეთა-მთიანეთის მხარის წარმომადგენლებთან აქვს.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ყველა მუნიციპალიტეტში ერთის გარდა, „ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მხოლოდ ერთ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გია ხარჩილავამ მოიპოვა.

დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველი ქალაქების მერებსაც შეხვდება.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ღარიბაშვილი არჩეულ მერებს ხვდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა