ადვოკატი - რატი ბრეგაძეს პირდაპირი დირექტივები ჰქონდა, რომ სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის დასწრების გარეშე უნდა ჩატარდეს

იმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანონ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, გლდანის ციხესთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან იმისთვის მივიდა, რომ გაარკვიოს, აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სასამართლოზე.

"თუ სასამართლოზე მის გადაყვანას არ აპირებენ, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მას აქ შევხვდებით, თუმცა, ჩვენი შეხვედრის გამო არ დავაბრკოლებთ საბადრაგო სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესს. თუ გადაჰყავთ, აქ არ შევხვდებით და სასამართლოზე ვნახავთ მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, იმის ილიზია, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენას, არ გვაქვს.

პენიტენციური სამსახურის ე.წ. არგუმენტები ჩვენ უკვე მოვისმინეთ. რატი ბრეგაძეს სასამართლოს წინაშე პირდაპირი დირექტივები ჰქონდა, რომ სასამართლო პროცესი უნდა ჩატარებულიყო მიხეილ სააკაშვილის დასწრების გარეშე", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს