ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციაზე 2 პირი დააკავეს

ჯანდაცვის სამინისტროსთან “ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. მათივე თქმით, აქციები უწყვეტ რეჟიმში, სხვადასხვა ლოკაციაზე გაგრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

"პროტესტი ყველგან მივა, ყველგან გაიშლება, მთელი თბილისის მასშტაბით. ხედავთ, პოლიციის რამხელა მობილიზებაა, როგორ ეშინიათ. განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროა მნიშვნელოვანი. შიგნითაც არ აქვთ თანხმობა და კოორდინაცია. თამარ გაბუნიამაც კი აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო ცენტრი არ წარმოადგენს იმ დაწესებულებას, სადაც შესაძლებელია იყოს ის პროფილი, რომელიც სააკაშვილს სჭირდება. პროტესტი ყველგან იქნება. ნამდვილად დიდი მოძრაობის დასაწყისია", - აღნიშნავს დეკანოიძე.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ორივე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტია.

ცნობისთვის, აქცია პარალელურად მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა