"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მყოფი დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მყოფი დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მათ სურთ, რომ მინისტრთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე იმსჯელონ.

„სტატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს, რომ დეპუტატებს შეხვდეს. მისივე თქმით, შეხვედრა მშვიდ ვითარებაში წარიმართება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთან “ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. მათივე თქმით, აქციები უწყვეტ რეჟიმში, სხვადასხვა ლოკაციაზე გაგრძელდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა