ხატია დეკანოიძე - თუ მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე არ გადაიყვანენ, ეს დადასტურება იქნება იმის, რომ ხელისუფლებას ეშინია პატიმარი სააკაშვილის

„ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ, იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურება იმის, რომ ხელისუფლებას ეშინია პატიმარი სააკაშვილის ანუ საპატიმროში გამოკეტილი მესამე პრეზიდენტის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებას ეყოფა გამბედაობა მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანონ სასამართლოში, ჩვენ მივალთ ძალიან მშვიდობიანად, მტკიცედ, ყოველგვარი ძალადობის გარეშე სასამართლოსთან. ყველა პროტესტი იქნება ყოველგვარი კონფრონტაციისა და ძალადობის გარეშე, მშვიდობიანი, მტკიცე, ამით უნდა ვაჯობოთ ხელისუფლებას. გულწრფელად რომ გითხრათ, ის განცხადებები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მოვისმინეთ, არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქრო ისინი გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში. თუ არ გადაიყვანენ, იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურება იმის, რომ ხელისუფლებას ეშინია პატიმარი სააკაშვილის ანუ საპატიმროში გამოკეტილი მესამე პრეზიდენტის,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. ადვოკატების და თავად ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად, რომ სხდომა სასამართლოში ჩატარდეს, პროცესის ადგილი ამ დრომდე უცნობია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა