თსუ-ს პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის წამყვანი მეცნიერები ეწვივნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის წამყვანი მეცნიერები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მეცნიერებმა ერთობლივი ვორკშოპი გამართეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, პოლონელმა და ქართველმა მეცნიერებმა ის სამეცნიერო პროგრამები განიხილეს, რომლებიც მომავალში საერთო კვლევებისა და ევროპული საგრანტო პროექტების საფუძველი გახდება. „საინტერესო მსჯელობა და დისკუსიები გვქონდა. ჩვენ უკვე ვართ ჩართულები დარგში არსებულ ერთობლივ პროექტებში, თუმცა ბევრია ისეთი სფერო, სადაც თანამშრომლობის გაღრმავება და ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვაა შესაძლებელი. ამიტომ, მივესალმები ჩვენი პოლონელი სტუმრების ვიზიტს, ვიმედოვნებ, რომ ნაყოფიერი შეხვედრები გვექნება“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის კრიშტოფ კურეკის თქმით, ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებთან და მოხარულები არიან, რომ უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განახორციელებენ ახალ პროექტებს.

„პირველად ვარ საქართველოში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს კარგი შესაძლებლობაა ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ უკვე ვიწყებთ თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვაქვს ბევრი საერთო ინტერესი, სფერო, სადაც შევძლებთ ერთობლივი კვლევების განხორციელებას“, - განაცხადა მან.

ვორკშოპზე ბირთვული ფიზიკის სფეროში მომუშავე ქართველი მეცნიერებიც წარდგნენ. საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის რამაზ ქვათაძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრი მომავალში ნატოს საერთო პროგრამებშიც მიიღებენ მონაწილეობას. „ინტერესი წამოვიდა პოლონური მხარის მხრიდან. მათი კვლევები საკმაოდ ფართოა, ეხება არამხოლოდ ბირთვულ ფიზიკას, ასევე მედიცინას. ვგეგმავთ ნატოს პროგრამებში „მეცნიერება მშვიდობისთვის და უსაფრთხოება“ მონაწილეობას. ამ პროგრამაში დიდი ყურადღება დაეთმობა კიბერუსაფრთხოებას. წინ ძალიან შრომატევადი საქმეები გვაქვს და კოლაბორაციაც შესაბამისად მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ქვათაძემ.

პოლონელი ფიზიკოსების ვიზიტი საქართველოში 11 ნოემბრამდე გაგრძელდება, რომლის დროსაც ისინი ეწვევიან რამდენიმე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრი ბევრ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტშია ჩართული. მათ შორის KM3NeT და NICA/MPD პროექტებში, რომლებშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს. მათი ინტერესის სფეროა: ნაწილაკების ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა და გამოყენებითი კვლევები. მათ შორის, ახალი რადიონუკლიდები, რადიოფარმაცევტული საშუალებები და მათი გამოყენება, მასალების რადიაციული მდგრადობა და თვისებები, სამეცნიერო კომპუტინგი.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა