იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია დასრულდა

იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია დასრულდა.

ტერიტორია უკვე დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი გათავისუფლება იყო.

ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ თემურ კუპატაძეს შორის. დაპირისპირება მოჰყვა ხაბეიშვილის განცხადებას, რომ კუპატაძემ მცხეთაში რამდენიმე მილიონად შეფასებული მიწის ნაკვეთი შეიძინა. ამ განცხადების შემდეგ კუპატაძემ ხაბეიშვილს მოსთხოვა მტკიცებულებები და არგუმენტები მისი ნათქვამის დამადასტურებლად. სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს.

სამინისტროს შენობასთან კვლავ მობილიზებულები არიან პოლიციის თანამშრომლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო