სამართალდამცავებმა ჯანდაცვის სამინისტროს წინ ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, დამატებითი საპოლიციო ძალები მიიყვანეს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, სამართალდამცავებმა შენობის წინ ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სამართალსამცველები პროვოკაციას აწყობენ. გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევენ. მათივე თქმით, პოლიციელებს სურთ აქცია დაშალონ და აქტივისტები დააკავონ. ამ დროისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული, შეუძლოდ გახდა ერთი პირი. ადგილზე რჩება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო