აკაკი ბობოხიძე - ჩვენი ბრძოლა პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, არ უნდა გამოგვრჩეს პოლიტიკური დევნის არცერთი სუბიექტი

ზუსტად ისეთივე ყურადღებით უნდა მოვექცეთ, როგორც მოვექცევით მსხვილ პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ამ ფაქტების ერთობლიობა, ჩემი აზრით, შექმნის იმის საკმარის წინაპირობას, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩამოყალიბდეს საერთაშორისო წნეხის ის ეფექტური ზომები, რომელიც საბოლოო ჯამში მოიტანს რეალურ შედეგს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ის ასევე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს. მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ბრალდებულის უფლებაა ესწრებოდეს, იმ სასამართლოს სხდომას, რომელიც მის საკითხს იხილავს. პრეზიდენტის პროცესის მიმართ არის საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი.

„მინდა ორიოდე სიტყვით დავუბრუნდე მიმდინარე პროცესს. მსხვილი პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა, რა თქმა უნდა, სურათს ამძაფრებს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, ნებისმიერ შემთხვევაში, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს, არ უნდა გამოგვრჩეს პოლიტიკური დევნის არცერთი სუბიექტი და არცერთი ფაქტი, რომელსაც საქართველოში ექნება ადგილი.

ზუსტად ისეთივე ყურადღებით უნდა მოვექცეთ, როგორც მოვექცევით მსხვილ პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ამ ფაქტების ერთობლიობა, ჩემი აზრით, შექმნის იმის საკმარის წინაპირობას, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩამოყალიბდეს საერთაშორისო წნეხის ის ეფექტური ზომები, რომელიც საბოლოო ჯამში მოიტანს რეალურ შედეგს. ეს დროში საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლაა და ჩვენ თითოეული ფაქტი, თითოეული შემთხვევა უნდა გამოვიყენოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხილებისთვის.

გარდა ამისა, იმ ადამიანებს ზუსტად ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა, შეიძლება უფრო მეტადაც, როგორც ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ფიგურას. რაც შეეხება სააკაშვილის სასამართლოს, ნებისმიერ შემთხვევაში ბრალდებულის უფლებაა ესწრებოდეს, იმ სასამართლოს სხდომას, რომელიც მის საკითხს იხილავს და მითუმეტეს, უნდა ესწრებოდეს მესამე პრეზიდენტი, იმიტომ, რომ მისი პროცესის მიმართ არის საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი არამხოლოდ საქართველოში“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს