კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან ხაბეიშვილს - შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, ინტრიგანი, პროვოკატორი, უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე

იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ კუპატაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საზოგადოებას მიმართა ეკითხათ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილისთვის, თუ როგორ შეძლო მილიონებად შეფასებული ქონების შეძენა.

საპასუხოდ თემურ კუპატაძემ ხაბეიშვილს „კამერებთან კეკლუცი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი დეკლარაციაშია მითითებული.

„ეს არის კამერებთან კეკლუცი ადამიანი, შენ კეკლუცობ კამერებთან. შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, მეტი არაფერი. შენ ჩინოვნიკი რომ გახდები, ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებ. შენ ხარ ინტრიგანი, პროვოკატორი ადამიანი. შენ ხარ უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე,“- ასე მიმართა თემურ კუპატაძემ ლევან ხაბეიშვილს.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანაა.

იხილეთ ვიდეო:ნუ კეკლუცობ კამერებთან... ხელი გაწიე, ჩემი დაკავება გინდა? - ლევან ხაბეიშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა