თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება

დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული, თბილისის მე-13 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს იხსნება, რომელიც 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. 13 წლის განმავლობაში ფესტივალმა 200-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა.

ფესტივალი წელს ორ დიდ მთავარ მოვლენას უმასპინძლებს: ჯეიმს ტიერის წარმოდგენით -„მოს კონცერტი“ და მიხეილ ბარიშნიკოვს მხატვრული ინსტალაცია ფილმით - „არც ერთხელ“. ასევე, ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს საგანმანათლებლო მიმართულება წარმოადგენს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ვორქშოფებს და მასტერკლასებს ითვალისწინებს, რომლის თემაც საშემსრულებლო ხელოვნებაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენებაა.

"ფესტივალი შემოდგომის კულტურული ცხოვრებისა და ფესტივალების ბრწყინვალე კასკადს, როგორც წესი სექტემბერში იწყებს, მაგრამ წელს პანდემიის სირთულეებიდან გამომდინარე, ნოემბერში გადაინაცვლა.

ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა: რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი, ასევე, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, მიხეილ ბარიშნიკოვი, ალვის ჰერმანესი და სხვა. თეატრალურმა ღონისძიებამ მათთან ერთად, უმასპინძლა კომპანიებს, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა ახალი და დიდი გზა საერთაშორისო აღიარებისკენ.

ბილეთები იყიდება 5 ნოემბრიდან.

ფესტივალის პროგრამა:

10, 11 ნოემბერი

მოს კონცერტი ლა კომპანი დიუ ანეტონ (მაისის ხოჭოს კომპანია) რეჟისორი, კომპოზიტორი, დიზაინერი, ქორეოგრაფი - ჯეიმს ტიერი

20 – 22 ნოემბერი

იან ფაბრი / მიხაილ ბარიშნიკოვი არც ერთხელ მხატვრული ინსტალაცია ფილმით ფილმის რეჟისორები: იან ფაბრი და ფილ გრიფინი

ვორქშოფები:

29 ნოემბერი - პირველი დეკემბერი

ტრანსფორმაცია გამორჩეული პერსონაჟების შექმნის ხელოვნება ჯაილზ ფორმანი სამსახიობო ოსტატობის ცენტრი, დიდი ბრიტანეთი

2, 3 დეკემბერი

თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია, გერმანია ციფრული ტექსტილები

6 – 10 დეკემბერი

ინტერაქტიული სცენა – მოძრაობისთვის თვალის დევნება სცენაზე ციფრული მედიის სამართავად, გერმანია კრის ზიგლერი/ მოძრავი სურათები",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს