გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, გიგი უგულავას განცხადებამ რადიკალური ოპოზიციის მიზნებს საბოლოოდ ფარდა ახადა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, გიგი უგულავას განცხადებამ რადიკალური ოპოზიციის მიზნებს საბოლოოდ ფარდა ახადა. მაჭარაშვილის თქმით, უგულავა გულწრფელი იყო, როცა თქვა, რომ უნდა იყოს მუქარა, ბოძებზე გაიკრას სურათები, უნდა დამუნათდნენ ოჯახის წევრები, მათ შორის ბავშვები.

"სამწუხაროდ, ეს არის მათი სახე. შემაშფოთებელია ის, რომ საზოგადოებას ამ მუქარის დამაჯერობლობა აქვს, რადგან მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს ყველაფერი გაკეთებული აქვთ. როცა ახლა ოპოზიციაში ხარ და ასე იმუქრები, გააკეთებ იმას, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდი. დიდი კვლევა არ სჭირდებოდა იმას, რა სურდა რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ უგულავას განცხადებამ წერტილი დაუსვა იმას, რა მიზანი აქვს რადიკალურ ოპოზიციას - აქციებს, სააკაშვილის შიმშილს. ამას უგულავამ უპასუხა მისი გულწრფელი განცხადებით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ აქციაზე გიგი უგულავამ პოლიციელებს მიმართა.

„ყველა პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ გუშინ აი, ის ვიღაცა ჩიტო-გვრიტო, კორუმპირებული პოლიციელი ვინმე ორდენიძე, რომელიც ქრთამზე გააგდეს 2006 წელს და მერე ამ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრად აქცია, დღეს სინამდვილეში ციხეში იმისთვის ჰყავთ, რომ ზონდერ-დავალებები შეასრულოს. თქვენ ტყუილად გგონიათ, რომ მარტო იმის ხელებზე იქნება სისხლი. ყველა, ვინც აქ დგახართ, ყველა, ვინც უმოქმედოდ ხართ, ყველა, ვინც უკანონოდ აკავებთ აქტივისტებს, იმიტომ, რომ მათი გეშინიათ, ყველას ხელებზეა ის სისხლი და უსინდისობა, არამარტო ამ რეგვენი მინისტრების ხელებზე. აი, ეს კარგად დაიმახსოვრეთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა